PIRATES OF THE CARIBBEAN: მკვდრები ზღაპრებს არ ყვებიან

”მკვდრები ზღაპრებს არ ყვებიან”, – ასე ქვია კარიბის ზღვის მეკობრეების მეხუთე ნაწილს, რომელიც ასევე სალაზარის წყევლის სახელითაა ცნობილი. ეს არის 2017 წლის სათავგადასავლო კომედია, რომლის რეჟისორები ჰოაკიმ რონინგი და ესპენ სანდბერგი არიან, ხოლო პროდიუსერი კვლავ ჯერი ბრუქჰაიმერია.
ფილმის ახალ ნაწილში გამოცდილი მეკობრე ჯეკ ბეღურა, სალაზარისგან თავის დასაღწევად, პოსეიდონის სამკბილა არტეფაქტის ეძებს, რომლის მფლობელიც ისტორიის თანახმად მიიღებს დიდ ნიჭსა და შესაძლებლობას, გააკონტროლოს მთელი მსოფლიოს ოკიანეები.
ჯონი დეპი, კევინ მაკნალი და ჯეფრი რაში კვლავ ჯეკ ბეღურას, მისტერ გიბსის და კაპიტანი ბარბოსას როლებს გაინაწილებენ. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ეს სამი მსახიობი თამაშობს ფილმის ყველა ნაწილში. სალაზარს ხავიერ ბარდემი განასახიერებს. მათთან ერთად კი ფილმში ორლანდო ბლუმი და კირა ნაითლიც დაბრუნდებიან.
მსოფლიო პრემიერა 26 მაისს იგეგმება, ქართველ მაყურებელს კი კარიბის ზღვის მეკობრეების ახალი ნაწილის ნახვა, IMAX ფორმატში, მსოფლიო პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე, 23 მაისს შეეძლებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები