სოფო კილაძე: არანაირი საკითხი არავის აძლევს უფლებას, რომ კანონზე მაღლა დადგეს

„არანაირი საკითხი არავის აძლევს უფლებას, რომ კანონზე მაღლა დადგეს, ყველა არის თანასწორი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ლაშა თორდიას მონაწილეობით სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შესახებ განაცხადა.
თუმცა, დეპუტატმა აღნიშნა, რომ მას სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო არ უნახავს.
”არ ვიცი, რა ჩანაწერებზეა საუბარი. თუ რაიმე დანაშაულზეა საუბარი, რა თქმა უნდა, გამოძიებული უნდა იყოს, რადგან მთავარი და პრინციპულია ჩვენს ქვეყანაში, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა. არც ერთი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს, სოფო კილაძე იქნება, თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. არც თანამდებობა, არანაირი საკითხი არავის აძლევს უფლებას, რომ კანონზე მაღლა დადგეს. ყველა არის თანასწორი”, – განაცხადა სოფო კილაძემ.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომლის ავტორიც ამტკიცებს, რომ გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ერთ-ერთი კაფე-ბარის თანამშრომელს, სავარაუდოდ, იარაღით ემუქრება. ვიდეოს ავტორის მტკიცებით, კადრები კაფე-ბარის სათვალთვალო კამერითაა გადაღებული, რომელიც 2016 წლის 24 დეკემბერს მომხდარ ინციდენტს ეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები