ირაკლი სესიაშვილისთვის ფარცხალაძე-თორდიას ირგვლივ განვითარებული მოვლენები მიუღებელია

სახელმწიფო აუდიტორის ლაშა თორდიასა და ყოფილი მთავარი პროკურორის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თორდია-ფარცხალაძის ინციდენტი კატეგორიულად მიუღებელია.
სესიაშვილის თქმითვე, დასასჯელი პირი, ვინც არ უნდა იყოს იგი, აუცილებლად უნდა დაისაჯოს.
ამასთან, დეპუტატის განცხადებით, ფარცხალაძე-თორდიასთან მმართველი ძალის ასოცირება დაუშვებელია.
„ამ ინციდენტებთან დაკავშირებით საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხი და შესაბამისი პირი ვინც არ უნდა იყოს თუ დასასჯელია უნდა დაისაჯოს. იმიტომ რომ ჩვენი პოლიტიკური ძალის ასოცირება ერთგვარად რომელიმე პირთან მიუღებელია. ორივე ინციდენტი მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის ისევე როგორც პოლიტიკური სპექტრისთვის, თუმცა გამოძიების გარეშე ყველა კითხვაზე და სავარაუდო დანაშაულზე ჩვენ თვითონ ვერ მივიღებთ,-განაცხადა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები