ირაკლი სესიაშვილი ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მარატ კულახმეტოვის დანიშვნაზე: ეს არის ოკუპანტის რეალური სახე

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მარატ კულახმეტოვის დანიშვნას გამოეხმაურა და მას სამხედრო დამნაშავე უწოდა.
როგორც სესიაშვილმა ფაქტზე კომენტირებისას აღნიშნა, აღნიშნული ქმედება რუსეთის რეალურ სახეს წარმოაჩენს.
„ეს არის ოკუპანტის, რუსეთის რეალური სახე. ის ნიშნავს ისეთ პირს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს ომში და ებრძოდა ჩვენს ქვეყანას”,-განაცხადა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ელბრუს კარგიევი მარატ კულახმეტოვმა ჩაანაცვლა. ელბრუს კარგიევის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო. როგორც რუსული მედია წერს, პრეზიდენტის ბრძანება სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ-პორტალზე გუშინ გამოქვეყნდა. ცნობისთვის: მარატ კულახმეტოვი 2011 წლიდან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები