გრიგოლ ლილუაშვილი: თუ ლაშა თორდია აღიარებს, რომ იარაღით ხელში, რესტორანში ნასვამი დარბოდა, ეს სერიოზული მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს

თუ ლაშა თორდია აღიარებს, რომ იარაღით ხელში, რესტორანში ნასვამი დარბოდა, ეს სერიოზული მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგოლ ლილუაშვილი დღეს გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც სახელმწიფო აუდიტორი ლაშა თორდია ფიგურირებს.
ლილუაშვილის განცხადებით, ცუდი ფაქტია, როდესაც ამხელა ლეგიტიმაციის სამსახურის ხელმძღვანელი იარაღით დადის.
“ცუდი ფაქტია, როცა თანამდებობის პირი, თან ამხელა ლეგიტიმაციის სამსახურის ხელმძღვანელი იარაღით დადის. თუ ეს ნამდვილი კადრებია, ის იარაღით ხელში არ უნდა დარბოდეს. ვერ გეტყვით, კადრები რა მიზნით ვრცელდება, მაგრამ ისიც გასარკვევია, კადრების გამავრცელებელი ვინ არის. თუ თორდია აღიარებს, რომ იარაღით ხელში, რესტორანში ნასვამი დარბოდა, ეს სერიოზული მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს”, – განაცხადა ლილუაშვილმა.
ამასთან, დეპუტატი ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის წინაპირობას ვერ ხედავს.
“გამოძიებას უნდა დაველოდოთ, თუ ინფორმაციის საჯაროობა დამაკმაყოფილებელი არ იქნება, აუცილებლად კომისიის შექმნაზე ვიფიქრებთ, მაგრამ ამის წინაპირობას ჯერჯერობით ვერ ვხედავ, რადგან გამოძიებას სამოქმედო ვადები აქვს განსაზღვრული. გამოძიება ამ ვადებს არ გასცდენია”, – განაცხადა ლილუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები