კახა კალაძე: თბილისის მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით მსჯელობა მაისის ბოლოს დაიწყება

თბილისის მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით მსჯელობა მაისის ბოლოს დაიწყება,-ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კალაძის მტკიცებით, აღნიშნულთან დაკავშირებით საუბარი ჯერ ადრეა.
,,კანდიდატურას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით მსჯელობა დაიწყება მაისის ბოლოს და შესაბამისად, ყველა იმ კანდიდატურასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება იქნეს განხილული, თქვენ სრული ინფორმაცია გექნებათ. ამაში დასამალი არაფერია. ჯერ ამაზე საუბარი არ ყოფილა, ჯერ ადრეა”, – განაცხადა კალაძემ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ თბილისის მერის პოსტზე კახა კალაძის კანდიდატურას განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები