ვიცე-პრემიერის აზრით, უცხოელებზე მიწა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა გასხვისდეს​

ვიცე–პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, საქართველოში მიწები უცხოელებზე მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა გასხვისდეს.
„ზოგადად, ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდი აურზაური იყო. არ ისმენდნენ კონკრეტულად თუნდაც კობახიძის განცხადებებს ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მოგახსენებთ მთავრობის მეთაურის და ასევე ჩემს პოზიციას სასოფლო–სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიციაა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწები უცხოელებზე არ უნდა გასხვისდეს. ეს არის როგორც პრემიერ-მინისტრის, ასევე ჩემი და მთავრობის წევრების პოზიცია. შესაბამისად, პარლამენტში ამაზე მსჯელობენ და გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, იქნება მიღებული”, – განაცხადა კალაძემ.
ვიცე–პრემიერი კახა კალაძე ამბობს, რომ გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა სასოფლო-სამეურნეო მიწები უცხოელებზე არ უნდა გასხვისდეს. ვიცე–პრემიერის აზრით, ეს საკითხი ქვეყნის კონსტიტუციაში უნდა იყოს ასახული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები