“ყალბი დოკუმენტის გამოყენება ან სხვაგვარი მოტყუება, როდესაც წვევამდელი ცდილობს თავი აარიდოს სამხედრო სამსახურს, დასჯადი იქნება”

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენება ან სხვაგვარი მოტყუება, როდესაც წვევამდელი ცდილობს თავი აარიდოს სამხედრო სამსახურს, დასჯადი იქნება“

მისივე თქმით, აღნიშნულს სსკ-ის შესაბამის მუხლში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს.

„ახალ ცვლილებებში, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე მუხლში შევა, თავის არიდებასთან ერთად წვევამდელებისთვის, გარდა სიმულაციისა და სხეულის თვითდაზიანებისა, გათვალისწინებულია შემთხვევები – ყალბი დოკუმენტის გამოყენება ან სხვაგვარი მოტყუება, როდესაც წვევამდელი ცდილობს თავი აარიდოს სამხედრო სამსახურს. ამ სხვაგვარი მოტყუებით ან ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, ან ამ ჩამოთვლილი გარემოებების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება უკვე ყველა ის შესაძლო შემთხვევა, რომელიც გულისხმობს რაიმე მეთოდის გამოყენებას, იმისთვის რომ წვევამდელმა თავი აარიდოს, იქნება დასჯადი. ამით ერთგვარი დაფარვა მოხდება იმ საკანონმდებლო სივრცის, თუ პირობითად რომ ვთქვათ, ხარვეზის, რომლის გამოყენებითაც ხდებოდა სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდება. ჩვენ განვიხილავთ ამ ცვლილებას იმისთვის, რომ სრულყოფილი იყოს არსებული მუხლი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს და მოიცავს ყველა შესაძლო შემთხვევა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ახალი ინიციატივით, კანონში არ იცვლება სანქციის ფორმა და სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებისთვის პირს ჯარიმა, ან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები