ანა დოლიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის პოზიცია ვენეციის კომისიას გააცნო

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ ბერლინის კონფერენციაზე, სადაც საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები ვენეციის კომისიას ხვდებიან, კონსტიტუციურ პროექტზე საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია წარადგინა და კონფერენციის მონაწილეებს გააცნო.
ანა დოლიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის პოზიცია, რომელიც ვენეციის კომისიას გააჩნია საკონსტიტუციო პროექტთან მიმართებაში, რომ ეს დოკუმენტი უნდა ეფუძნებოდეს კონსენსუსს.
,,მნიშვენლოვანია, თუ რამდენად იქნება გათვალისწინებული წარმოდგენილ დოკუმენტში ის მოსაზრებები, რომელიც სახალხო განხილვების და ბერლინის კონფერენციის მიმდინარეობისას დაფიქსირდა.
კონფერენციაზე გამოითქვა უამრავი მოსაზრება პრეზიდენტის არჩევის წესთან, უშიშროების საბჭოს გაუქმებასთან, ქვეყნის საპარლამენტო მოდელზე გადასვლასთან, უზენაესი მოსამართლეების არჩევის წესთან და მანდატების გადანაწილებასთან დაკავშირებით.
მნიშვნელოვანია, მივაქციოთ ყურადღება რამდენად იქნება ეს მოსაზრებები გათვალისწინებული და რამდენად შეთანხმებული იქნება ეს დოკუმენტი, რამდენად შეიცვლება ის ვერსია, რომელიც საზოგადოებრივი განხილვების დროს წარმოადგინა კომისიამ”, – აღნიშნა ანა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები