გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას სამუშაო სადილზე უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას სამუშაო სადილზე უმასპინძლა. დელეგაციას კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი ხელმძღვანელობდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები