თომას მარკერტი: საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი წინგადადგმული ნაბიჯია

საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი წინგადადგმული ნაბიჯია, – ამის შესახებ ვენეციის კომისიის მდივანმა თომას მარკერტმა საქართველოს კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
„მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი საკვანძო, წინგადადგმული ნაბიჯია. ზოგიერთი გადაწყვეტილების მხრივ – პროექტი კარგია, შესატანია გარკვეული გაუმჯობესებაც. ვფიქრობ, ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, კომპრომისის გამონახვა კარგი იქნებოდა, რომელიც კონსტიტუციის ტექსტთან დაკავშირებით, საერთო კონსენსუსს მოიტანს“, – განაცხადა მარკერტიმ.
საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები ბერლინში იმყოფებიან, სადაც ვენეციის კომისიას ხვდებიან და კონსტიტუციურ პროექტს აცნობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები