თურქეთის პრემიერ–მინისტრის ვიზიტი დასრულდა

საქართველოში თურქეთის პრემიერ–მინისტრ ბინალი ილდირიმის ოფიციალური ვიზიტი დასრულდა.
ბინალი ილდირიმი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცილა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა დღეს, თურქ კოლეგასთან ერთად, საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს რიგით მეორე სხდომას უხელმძღვანელა, რომლის ფარგლებშიც, ეკონომიკის, კულტურის, იუსტიციისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, მნიშვნელოვანი დოკუმენტები გაფორმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები