ირმა ინაშვილი გელა მიქაძეზე: სასამართლო პროცესები კიდევ მიდის, თავად გიპასუხებთ
საქართველოს პარლამენტის წევრისთვის, გელა მიქაძისთვის გაერთიანებული საემიროების სასამართლოს მხრიდან 15-წლიანი პატიმრობის მისჯის ფაქტს თანაპარტიელი და “პატრიოტთა ალაინსის” ლიდერი ირმა ინაშვილი გამოეხმაურა. როგორც მან თემის კომენტირებისას აღნიშნა, ამ საქმეში დასამალი არაფერია.
“სასამართლო პროცესები კიდევ მიდის, თვითონ გიპასუხებთ. ადვოკატებიც ჰყავს და არ არის პრობლემა. არ ვფიქრობ, რომ დამალული თემაა“, – აცხადებს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი.
კომპანია რაკიას ყოფილ აღმასრულებელ ხელმძღვანელობას გაერთიანებული საემიროების სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.