“ავთო საყვარელიძე, რომელიც ბიზნესმენებს ატყუებს, მოვალეთა რეესტრის „შავ სიაშია”

ავთო საყვარელიძე, რომლის სასარგებლოდაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბადრი წილოსანისთვის მიყიდული 25% აქციების ხელშეკრულება ბათილად ცნო, მოვალეთა რეესტრშია დარეგისტრირებული.
საჯარო რეესტრის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, ავთო საყვარელიძე 2017 წლის 2 თებერვლიდან ფიქსირდება მოვალეთა „შავ სიაში“.
პარალელურად, მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლომ ავთო საყვარელიძის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ეს უკანასკნელი უკავშირდება ბიზნესმენებს და ატყუებს, რომ „ელექტროვაგონმშენებელი ქარხნის“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა, მაშინ, როდესაც საქმე მხოლოდ 25%-ს ეხება, თანაც მისი მიზეზით გაკოტრებული ქარხნის, რომელიც 2008 წლიდან აღარ ფუნქციონირებს.
რა გეგმები აქვს საყვარელიძეს ქარხანასთან დაკავშირებით, უცნობია, თუმცა “თ.ჯ. თრეიდ”- ს, რომლის სასარგებლოდაც დაკმაყოფილდა სარჩელი და რომელიც ავთო საყვარელიძის კომპანიაა, 28 მილიონი ლარი „ელექტროვაგონშემკეთებლის“ ვალი აქვს, რომელზეც არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალში შესული გადაწყვეტილება და შესაბამისი სააღსრულებო ფურცელი.
შესაბამისად, თავად “თ.ჯ. თრეიდი”- ს წინააღმდეგ ხორციელდება სააღსრულებო წარმოება 28 000 000 ლარის ამოღების მიზნით და რომც არ გაუქმდეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც კი “თ.ჯ. თრეიდი”-ს საკუთრებაში გადავა 25%, მაშინვე დაყადაღდება და არსებულ ვალში უკან დაუბრუნდება ბადრი წილოსანსა და ქარხანას. ამასთან, ეს კომპანიაც ავთო საყვარელიძის მსგავსად შეყვანილია მოვალეთა რეესტრში – ე.წ. „შავ სიაში“.
ბადრი წილოსანმა ავთო საყვარელიძისგან ერთხელ უკვე წართმეული ქარხანა 2008 წელს 3 500 000 იყიდა. თუმცა, საყვარელიძემ 8 წლის შემდეგ, 2014 წელს სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომ მას ქარხანა იძულებით გადააფორმებინეს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ ბადრი წილოსანის ადვოკატები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები