“სიბისი”-ს 2017 წლის ჩემპიონატი საქართველოში, 2016 წელთან შედარებით, გაცილებით ადრე ჩატარდება (ვიდეო)

თუ აპირებთ სტარტაპერების ეროვნულ კონკურსში მონაწილეობის მიღებას და იდეა ჯერ კიდევ არ გამოგიგზავნიათ, იჩქარეთ. კრეატიული ბიზნესიდეების შესახებ განცხადებების მიღება 1 ივნისს შეწყდება!
2 ივნისს, „საქპატენტთან“ ერთად პროექტების საკვალიფიკაციო განხილვა მოხდება.
11-12 ივნისი ჩემპიონატის პირველი ტური გაიმართება, 15 ივნისს კი – ფინალი.
Creative Business Cup Georgia განიხილავს თქვენს იდეებს, გეგმებს, სტრატეგიას და დაგეხმარებათ მის რეალურ ბიზნესად ჩამოყალიბებაში.
ჩემპიონატზე შეირჩევა საუკეთესო იდეები, რის შემდეგაც ორგანიზაცია კონკურსის გზით გამარჯვებულის საერთაშორისო ბაზარზე წარდგენას უზრუნველყოფს. ეროვნული ჩემპიონატის საშუალებით, მონაწილეები შეძლებენ სპონსორების მოძიებას და იდეის საერთაშორისო ბაზარზე წარდგენას.
„სიბისი ჯორჯიას“ ეროვნულო ჩემპიონატი ტარდება როგორც ბიზნესსექტორის ჩართულობით, ასევე შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერით.
დანიური ორგანიზაცია Creative Business Cup (CBC)-ის ეროვნული პარტნიორი საქართველოში, “სიბისი ჯორჯია” უზრუნველყობს საქართველოში ინიცირებული, კრეატიული ბიზნესიდეების/პროექტების საკონკურსო გადარჩევას და „სიბისის“ საერთაშორისო კონკურსზე წარდგენას, სადაც ეს იდეები/პროექტები ავტომატურად ხვდება გლობალურ ინვესტორთა და წამყვან საერთაშორისო ბიზნესორგანიზაციათა თვალსაწიერში.

(R)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები