ნაგვის დაყრისთვის გამოწერილი ჯარიმების ოდენობამ 42 710 ლარი შეადგინა

ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის გამოწერილი ჯარიმების ოდენობამ 42 710 ლარი შეადგინა. ერთი თვის მონაცემებით, “თბილსერვის ჯგუფის” ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორების მიერ შედგენილია 411 საჯარიმო ოქმი, მათგან 378-ჯერ ჯარიმა 2 კილოგრამამდე ნაგვის დაყრისთვის დაიწერა. 151 შემთხვევაში კი ინსპექტორებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააჯარიმეს.
შეგახსენებთ, რომ 2 კილოგრამამდე ნაგვის დაგდება 80 ლარით ისჯება, ამ თანხის გადახდა მოქალაქეს სიგარეტის ნამწვის, ქაღალდის ან პოლეთილენის დაგდების გამოც მოუწევს. 2 კილოგრამს ზევით სანქცია 150 ლარს შეადგენს.
შენობიდან ნაგვის გადმოყრის შემთხვევაში სანქციები გაცილებით მაღალია. მაგალითად, 2 კილოგრამამდე ნაგავი – 150 ლარით ჯარიმდება, 2 კილოგრამს ზევით კი – 500 ლარით.
დაჯარიმების ახალი სისტემა თბილისში 3 აპრილიდან ამოქმედდა, თავდაპირველად ინსპექტორები სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლებოდნენ, 20 აპრილიდან კი მოქალაქეების დაჯარიმება დაიწყეს. ამ დროისთვის თბილისში ინსპექტორების 10 ეკიპაჟი მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები