დირკ შატშნაიდერი: საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ, მოკლე პერიოდში, საკმაოდ შთამბეჭდავი სამუშაო შეასრულა

საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ, მოკლე პერიოდში, საკმაოდ შთამბეჭდავი სამუშაო შეასრულა, – ამის შესახებ ბერლინში კონსტიტუციურ პროექტზე მსჯელობისას, გერმანიის ფედერალური თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების ფედერალური სამინისტროს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტის უფროსმა, დირკ შატშნაიდერმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც დირკ შატშნაიდერმა აღნიშნა, საზოგადოების აქტიური ჩართულობა, ისევე, როგორც თანამშრომლობა ვენეციის კომისიასთან, ქართული სახელმწიფოს გახსნილობის დასტურია.
დირკ შატშნაიდერმა საქართველოს პარლამენტის მიერ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დაფუძნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომისია, რომელსაც სათავეში ირაკლი კობახიძე უდგას, მჭიდროდ თანამშრომლობს ვენეციის კომისიასთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები