დავით ნარმანია აუდიტის სამსახურის უფროსად მისი კანდიდატურის განხილვაზე: ნუ გავუსწრებთ მოვლენებს

თბილისის მერი დავით ნარმანია აუდიტის სამსახურის უფროსად მისი კანდიდატურის განხილვის ფაქტს არც უარყოფს და არც ადასტურებს. როგორც თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს ნარმანიამ განუცხადა, კონსულტაცია მმართველ გუნდში რამდენიმე საკითხზე მიმდინარეობს.
„კონსულტაციები მიმდინარეობს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, არის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხი. როგორც კი დასრულდება კონსულტაციები, აუცილებლად გაიგებთ ამის შესახებ. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტი 2012 წლიდან ლაშა თორდიას უკავია. მას უფლებამოსილების ვადა რამდენიმე თვეში ეწურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები