საქართველოში წვიმიანი ამინდები 28 მაისამდე გაგრძელდება

22 მაისის საღამოდან 25 მაისამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ძლიერი წვიმების გამო საქართველოს დიდ და საშუალო მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მატება.
ჰაერის ტემპერატურა +18, +23 გრადუსი იქნება. 25 მაისს შედარებით გამოიდარებს და 26 მაისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს.
27 მაისს დღის მეორე ნახევრიდან და 28 მაისს ისევ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები