გიორგი კვირიკაშვილი, იორდანიაში ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, იორდანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს, პროფესორ კლაუს შვაბს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს, რეგიონულ თანამშრომლობას და საქართველოს მონაწილეობას რეგიონული მნიშვნელობის პროექტებში.
მხარეებმა, ისაუბრეს საქართველოს როლზე “აბრეშუმის გზის” პროექტში და აღნიშნეს, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, იყოს კონკურენტული სატრანზიტო დერეფანი აზიიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვის პროცესში.
შეხვედრისას, ყურადღება ასევე დაეთმო საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, რომლებსაც მთავრობა სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები