ზარდიაშვილი ომბუდსმენს: ნუ დაგვიტოვებთ შთაბეჭდილებას, რომ მარტო კრიტიკისთვის არსებობთ

“ნუ დაგვიტოვებთ შთაბეჭდილებას, რომ მარტო კრიტიკისთვის არსებობთ – ისაუბრეთ პოზიტიურ წინსვლაზეც”, – ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ვანო ზარდიაშვილმა სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს მიმართა.
უჩა ნანუაშვილმა პარლამენტს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გააცნო.
”თქვენ უფლებამოსილებაში შედის საკითხების როგორც კრიტიკულად შეფასება, ასევე, პოზიტიურად შეფასებაც. ძალიან გთხოვთ, გამოყოთ საკითხები, სადაც თამამად შეგიძლიათ თქვათ, რომ არის პოზიტიური წინსვლა. დაასახელეთ ასეთი ხუთი სფერო სახელმწიფოში. ნუ დაგვიტოვებთ შთაბეჭდილებას, რომ მარტო კრიტიკისთვის არსებობთ და არ უნდა თქვათ, რომ მაგალითად, კერძო საკუთრების დაცვის ნაწილში გვაქვს პოზიტიური ცვლილებები, ადამიანის უფლებებთან მიმართებით… იქნებ ხუთი ასეთი სფერო დაასახელოთ”, – მიმართა ზარდიაშვილმა ომბუდსმენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები