ვახტანგ გომელაური უკრაინის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იგორ დოლგოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ვახტანგ გომელაურმა და იგორ დოლგოვმა რეგიონში არსებულ ვითარებასა და ორი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის განმტკიცების აუცილებლობასა და სამომავლო გეგმებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები