ნატოს ავიაგამანადგურებლებმა რუსულ ბომბდამშენს გზა გადაუჭრეს
ესპანეთის სამხედრო საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლებმა F18-ებმა რუსულ ბომბდამშენ Су24-ს, რომელიც საერთაშორისო წყლებში ესტონეთის სანაპირო ზოლის გასწვრივ დაფრინავდა, გზა გადაუჭრეს.
ბოლო პერიოდში ნატოს ავიაგამანადგურებლებს რუსული სამხედრო თვითმფრინავების შესაჩერებლად ხშირად უწევთ ბაზიდან აფრენა. ალასკას სანაპიროსთან ასეთი სულ მცირე 5 შემთხვევაა დაფიქსირებული.
თავის მხრივ, რუსული მხარე აცხადებს, რომ მათი სამხედრო თვითმფრინავები ნეიტრალურ წყლებში საჰაერო სივრცეში ფრენებს საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად ახორცილებენ ისე, რომ სხვა სახელმწიფოთა საზღვრებს არ არღვევენ.