წალენჯიხის გამგებლის ორმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ფარცვანიას ორმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა. ფარცვანიას განცხადებით, გია ლუკავამ და თენგიზ ფიფიამ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს. გამგებლის თქმით, მან არ იცის უკავშირდება თუ არა მათი გადადგომა ჩხოროწყუში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას.
ავარია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი. შსს-ში საქმე 276-ე მუხლით არის აღძრული. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანის საჭესთან გია ლუკავა იჯდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები