დონალდ ტრამპი: სერგეი ლავროვთან გამართული შეხვედრა ძალიან, ძალიან წარმატებული იყო

“სერგეი ლავროვთან გამართული შეხვედრა ძალიან, ძალიან წარმატებული იყო”,-ასე აფასებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგი ლავროვთან თეთრ სახლში ვიზიტს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
გამოცემა Politico-ს ცნობით, ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა თავის თურქ კოლეგასთან, რეჯებ ტაიპ ერდოღანთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“უახლოეს წლებში დიდ წარმატებას ველოდებით. გვინდა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მეტი ქვეყანა მოვიზიდოთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
​მანამდე, ცნობილი გამოცემები წერდნენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა სერგეი ლავროვს შეხვედრისას ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” (IG) წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში საკუთარი საიდუმლო გეგმები გაუზიარა. თავად დონალდ ტრამპმა ბრალდებების საპასუხოდ მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ მას, როგორც პრეზიდენტს, სრული უფლებამოსილება ჰქონდა, რუსეთისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები