საბერძნეთში 24-საათიანი საყოველთაო გაფიცვა დაიწყო

საბერძნეთში 24-საათიანი საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. აქციის მონაწილეები საერთაშორისო კრედიტორთა მოთხოვნას აპროტესტებენ, რომელსაც საბერძნეთის მთავრობა უკვე დათანხმდა.
საბერძნეთის პრემიერის, ალექსის ციპრასის მთავრობა მორიგი ტრანშის მისაღებად, პენსიების შემცირებას და გადასახადების გაზრდას გეგმავს. კანონპროექტს პარლამენტი კენჭს 18 მაისს უყრის.
საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში, არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი, საავადმყოფოები, რკინიგზა და გემები. 4 საათზე დაიკეტება აეროპორტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები