პარლამენტის წევრის შვილის გარდაცვალების გამო, პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები არ გაკეთდება

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები არ გაკეთდება. როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა აღნიშნეს, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილის გარდაცვალების გამო, დღევანდელი სესია პოლიტიკური განცხადებების გარეშე ჩატარდება.
„ყველამ ვიცით, რა ტრაგიკული შემთხვევა მოხდა – ჩვენს კოლეგას, ირაკლი ხახუბიას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ტრაგიკულად დაეღუპა 21 წლის ვაჟიშვილი. ამიტომ დაგვიანებით დავიწყეთ ბიუროს სხდომა. კოლეგები თანაგრძნობას უცხადებენ ბატონ ირაკლის და ახლაც რამდენიმე ჩვენი დეპუტატი იმყოფება გორში, სადაც მიცვალებული არის დასვენებული“, – აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა, რომელმაც ბიუროს სხდომა გახსნა.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ირმა ნადირაშვილმა კოლეგებს ოთხშაბათის ტრადიციული განცხადებებისაგან თავის შეკავება ურჩია. საქართველოს პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას ვაჟი – ბექა ხახუბია ავტოავარიას ემსხვერპლა. ბექა ხახუბია 21 წლის იყო. „კვირას“ ინფორმაციით, შემთხვევა გორთან, ავტობანზე მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები