„ვეფხისტყაოსნის“ პროზაული ვერსია გერმანულად გამოიცემა

შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ პროზაულ ვერსიას ილუსტრაციებით გერმანული გამომცემლობა Galiani Berlin გამოსცემს. ამ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
გერმანული გამომცემლობის დელეგაცია საქართველოს სამდღიანი ვიზიტით ეწვევა. ისინი საქართველოს რეგიონებში, შოთა რუსთაველთან დაკავშირებულ გეოგრაფიულ პუნქტებს დაათვალიერებენ და შეისწავლიან.
ორიგინალ ტექსტზე დაყრდნობით ახალ პროზაულ ტექსტს Frankfurter Allgemeine Zeitung-ის ჟურნალისტი ტილმან შპრეკელსენი შექმნის, წიგნს ტექსტისთვის შესაფერისი თანამედროვე ილუსტრაციებით კი კატრინ მენშიკი გააფორმებს.
წიგნი გერმანულ გამომცემლობაში – Galiani Berlin 2018 წელს გამოიცემა და წარდგენილი იქნება 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, წიგნის ცენტრის მხარდაჭერით გამოცემულ სხვა უცხოენოვან გამოცემათა შორის.
პროექტს გერმანული გამომცემლობა, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები