ეროვნულმა სასახლემ ვეტერანთა შვილებს საახალწლო წარმოდგენაზე – „ახალი წლის ღამე ტყეში“ უმასპინძლა

დღეს, ეროვნულმა სასახლემ, ვეტერანთა შვილებს, პირველი რესპუბლიკის დარბაზში უმასპინძლა საახალწლო წარმოდგენაზე „ახალი წლის ღამე ტყეში“. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთმოქმედებიან სპექტაკლში, რომლის რეჟისორი მალხაზ ასლამაზაშვილი, ხოლო მუსიკალური ხელმძღვანელი ქეთი გაბისიანი გახლავთ, ეროვნული სასახლის თეატრალური მიმართულების მოსწავლეებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ „მზიურის სკოლისა“ და „რანინას“ მომღერალი მოზარდები.

„საინტერესო საშობაო წარმოდგენამ და მომღერალთა მიერ, მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებულმა ცნობილმა სიმღერებმა, ჩვენი ბავშვები ძალიან გაახალისა; მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საახალწლოდ მორთულმა სასახლემ და პერსონალისა და მსახიობთა თბილმა დამოკიდებულებამ. წარმოდგენის ბოლოს, ბავშვებს, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. დღეს, ეროვნულმა სასახლემ, ჩვენს ბავშვებს, ნამდვილი საშობაო ზეიმი მოუწყო.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გულწრფელ მადლობას უხდის ეროვნული სასახლის დირექტორს, ქალბატონ ნინო ყიფიანს, პროექტების მენეჯერს, ლელა არაბიძეს, შემოქმედებით ჯგუფსა და სასახლის თითოეულ თანამშრომელს ვეტერანთა შვილების მიმართ გამოჩენილი განსაკუთრებული ყურადღებისა და სიყვარულისთვის და მათ ბედნიერ, წარმატებულ 2026 წელს უსურვებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები