ისრაელის განცხადებით, სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ განიარაღება ჯერ არ დასრულებულა

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ განიარაღების პროცესი ჯერ კიდევ შორს არის დასრულებისგან.

უწყებამ იმედი გამოთქვა, რომ ლიბანის მთავრობა და არმია ამ მიმართულებით ძალისხმევას გააგრძელებენ.

ხუთშაბათს, ლიბანის არმიამ განაცხადა, რომ მან გეგმის პირველი ეტაპი დაასრულა, რომელიც ქვეყნის სამხრეთით მდებარე „ჰეზბოლას“ იარაღის მთავრობის კონტროლის ქვეშ გადაცემას ითვალისწინებდა. თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მიესალმა ლიბანის მთავრობის ძალისხმევას „ჰეზბოლას“ განიარაღების მიმართულებით, თუმცა მას არასაკმარისად მიიჩნევს.

„ლიბანში დღეს გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ფაქტები უცვლელი რჩება: „ჰეზბოლას“ ვრცელი სამხედრო ინფრასტრუქტურა ლიტანის მდინარის სამხრეთით რჩება. სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ განიარაღების მიზანი ჯერ კიდევ შორს არის მიღწევისგან“, – ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები