“ევროპის უნივერსიტეტმა” წმინდა მიქაელის (მიხაელოვის) ჰოსპიტალი შეიძინა

“ევროპის უნივერსიტეტმა” წმინდა მიქაელის (მიხაელოვის) ჰოსპიტალი შეიძინა, შესაბამისი პროცედურა დღეს საჯარო რეესტრი ეროვნულმა სააგენტომ დაარეგისტრირა.

წმ.მიქაელის ჰოსპიტალი რიგით მეორე მრავალპროფილური ჰოსპიტალია, რომელიც 2026 წლიდან “ევროპის უნივერსიტეტის” კლინიკურ ქსელს შეუერთდა.

კლინიკა, რომელიც ადრე „მიხაილოვის საავადმყოფო” იყო, კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე სამედიცინო დაწესებულებაა. პირველ პაციენტზე ჩანაწერი 1844 წლით თარიღდება.

“ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ეს ნიშნავს ახალ პრაქტიკულ სივრცეს რეალურ კლინიკურ გარემოში, სადაც მათ პროფესიული გამოცდილების მიღება შეეძლებათ.

“ევროპის უნივერსიტეტის” მფლობელობაშია ასევე – “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი”, სადაც სტუდენტები სისტემატურად გადიან სტაჟირებას, კლინიკურ პრაქტიკას და აქტიურად მონაწილეობენ ყოველდღიურ კლინიკურ საქმიანობაში.

სასწავლო პროცესს წამყვანი ქირურგები უძღვებიან და სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებას ყოველდღიურად უზიარებენ.

“ევროპის უნივერსიტეტი” ასევე ფლობს სტომატოლოგიური კლინიკა – „EU Dent”, რომელიც მაღალკვალიფიციური სტომატოლოგებისგან დაკომპლექტებული გუნდისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით პაციენტებს მაღალი ხარისხის, სრულფასოვან სტომატოლოგიურ მომსახურებას სთავაზობს.

“ევროპის უნივერსიტეტი” ყოველწლიურად იზრდება როგორც პროგრამების მრავალფეროვნებით, ასევე ინფრასტრუქტურით, რაც ადასტურებს უნივერსიტეტის მზაობას, შექმნას დასაქმების ბაზრისთვის საჭირო უნარებით აღჭურვილი თაობა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები