ეკა ბესელია: თორდია-ფარცხალაძის დაპირისპირებაზე საგამოძიებო კომისიის შექმნა ამ ეტაპზე საჭირო არ არის

თორდია-ფარცხალაძის დაპირისპირებაზე საგამოძიებო კომისიის შექმნა ამ ეტაპზე საჭირო არ არის, – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია თორდია-ფარცხალაძის დაპირისპირებაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას.
ბესელიას თქმით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიებამ გარკვეული შედეგები უნდა დადოს.
“საგამოძიებო კომისია არ იქმნება ფაქტის, ან კონკრეტული ქმედების განხორციელებიდან პირველივე, ან მეორე დღეს უნდა დაველოდოთ მიმდინარე მოვლენის განვითარებას. საბოლოო სურათი გამოძიებამ უნდა გვითხრას და ცალხმრივად ვერდიქტი გამოვიტანოთ ერთი ადამიანის პოზიციიდან ეს სწორი არ არის”, – განმარტა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ლაშა თორდიას 12 მაისს თავს დაესხნენ. შემთხვევა თბილისში, შარდენის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. თორდიას განცხადებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი დაესხა თავს. სახელმწიფო აუდიტის გამოკითხვა დღეს გრძელდება. პროკურატურის გამომძიებლები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის, ლაშა თორდიას სახლში იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები