ადვოკატი: მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ოთარ ფარცხალაძეს ამ ინციდენტში მონაწილეობა არ მიუღია

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა, ლაშა თორდიამ დაზიანებები თავად მიიყენა. ოთარ ფარცხალაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ დასმულ შესაბამის კითხვას შემდეგნაირად უპასუხა: „გამორიცხული არაფერია“.
​როგორც ადვოკატი აცხადებს, არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ოთარ ფარცხალაძეს ამ ინციდენტში მონაწილეობა არ მიუღია და თორდიას მხრიდან წამოსული აგრესია განეიტრალდა ფარცხალაძის პირადი დაცვის მიერ. ადვოკატის თქმით, თორდიამ ოთარ ფარცხალაძეს მისალმების ფორმა დაუწუნა, რასაც მოჰყვა მცირე ჩოჩქოლი.
“დაცვამ აღნიშნა, რომ დაახლოებით 5 მეტრის დაშორებით იყვნენ ამ ინციდენტიდან. ჩვენი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ოთარ ფარცხალაძეს ამ ინციდენტში მონაწილეობა არ მიუღია და თორდიას მხრიდან წამოსული აგრესია განეიტრალდა ფარცხალაძის პირადი დაცვის მიერ. ეს იყო წამიერი ჩოჩქოლი”, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები