ადვოკატები: სხვადასხვა ადამიანის გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ აგრესიის ინიციატორი არა ოთარ ფარცხალაძე, არამედ ლაშა თორდია იყო

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატების განცხადებით, გენერალური აუდიტორის მიერ გაკეთებული განცხადებები, ყოფილი მთავარი პროკურორის მიერ მასზე თავდასხმის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.
ადვოკატებმა პრესკონფერენციაზე, მტკიცებულებების სახით, შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების გამოკითხვის ოქმები წარმოადგინეს, რომლითაც, მათი თქმით, დასტურდება, რომ ფარცხალაძეზე აგრესიის ინიციატორი თავად ლაშა თორდია იყო. ადვოკატებმა განმარტეს, რომ მათ მიერ გამოკითხულია შემთხვევის ადგილზე მყოფი პირები, მათ შორის კაფე ”ელ ცენტროს” თანამშრომლები, რომლებიც ამბობენ, რომ არავითარ მასშტაბურ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.
„ჩვენ მიერ არაერთი თვითმხილველი პირი გამოკითხა. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია აბსოლუტურად განსხვავდება ბატონ ლაშა თორდიას მიერ გაკეთებული განცხადებებისაგან, კერძოდ, გამოკითხული პირები განმარტავენ, რომ ე.წ. ინციდენტის დაწყებისთანავე, ფარცხალაძის მიმართ განაწყენებული ლაშა თორდია განეიტრალდა პირადი დაცვის ადეკვატური და პროპორციული ძალის გამოყენების საფუძველზე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ლაშა თორდია სხვადასხვა დროს ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ავრცელებს. მის მიერ გაჟღერებულ განცხადებაში ნათქვამია რომ, მის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაში თურმე 6 პირი მონაწილეობდა, თუმცა, ჩვენ მიერ გამოკითხული კაფე-ბარის თანამშრომლები და დაცვის წევრები, ვინც იმ საღამოს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ და თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, განმარტავენ, რომ ადგილი ჰქონდა თორდიას მიერ დრამატიზირებულ შემთხვევას“, – აცხადებს ფარცალაძის ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი.
მისი თქმით, ინციდენტის შემდეგ გენერალურ აუდიტორს არ გამოუძახებია სამართალდამცველები და დარჩა კაფე „ელ ცენტროში“, რაც ასევე იწვევს ეჭვს, რომ თორდიას პოლიტიკური მოტივები ამოძრავებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები