გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე ქვეყნის დატოვებას გეგმავს

“ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე უახლოეს დღეებში ქვეყნის დატოვებას გეგმავს”, – ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ამაზე მის სახლში სამართალდამცავ სტრუქტურებთან გამართული შეხვედრები მიუთითებს, სადაც მისი ქვეყნის დატოვების გეგმებს განიხილავენ. როგორც ვაშაძემ განმარტა, მას ამის შესახებ იმ სამართალდამცველებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებიც ამ საქმესთან დაკავშირებით, სხვადასხვა დისკუსიებში იღებენ მონაწილეობას. ვაშაძე პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს. ასევე, მოუწოდებს პროკურატურას, სასამართლო შუამდგომლობით, ფარცხალაძეს გარკვეული ვადით, ქვეყნის დატოვება შეეზღუდოს.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას 12 მაისს თავს დაესხნენ. შემთხვევა თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. თორდიას განცხადებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი დაესხა თავს. სახელმწიფო აუდიტის გამოკითხვა დღეს გრძელდება. პროკურატურის გამომძიებლები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის, ლაშა თორდიას სახლში უკვე მივიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები