ევროკავშირში მსხვილფეხა პირუტყვის ტყავი გავიდა

საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე – საბერძნეთში მსხვილფეხა პირუტყვის დაუმუშავებელი ტყავი გავიდა. ამის შესახებ „კვირას“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ტყავის გატანასთან დაკავშირებით, შესაბამისი საექსპორტო სერტიფიკატი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასცა.
„მსხვილფეხა პირუტყვის დაუმუშავებელი ტყავი, მატყლის შემდეგ, მეორე ცხოველური წარმოშობის არასასურსათო პროდუქტია, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში პირველად გავიდა. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს კეთილსაიმდეოობის აღიარებას,“ – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, დემნა ხელაიამ.
​ქართული მატყლი ევროკავშირის ბაზარზე (დიდ ბრიტანეთში) 2017 წლის იანვარში გავიდა. აგრეთვე, 2016 წლის დეკემბერში ევროკავშირმა დაასრულა ფორმალური პროცედურები და უკვე შესაძლებელია ქართული თაფლის გატანა ევროკავშირის ბაზარზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები