სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ კახეთში გამორჩეულად ძლიერი სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად 10-11 მაისს კახეთის რეგიონში განსაკუთრებით მძლავრი სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სეტყვასაშიში ღრუბლების მასების საერთო ფართობი 4200 კვადრატულ კილომეტრს აღემატებოდა, ხოლო სეტყვის მოსვლის ალბათობა 80-100% შეადგენდა. ღრუბლის მასებმა ახმეტის, თელავის, საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის, ყვარელის და დედოფლისწყაროს რაიონები ეტაპობრივად მოიცვა.
სტიქიის თავიდან ასარიდებლად სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 300-ზე მეტი რაკეტა გაისროლა. შედეგად, შემოსული ნალექის სრული მასა აღნიშნული რაიონების თავზე ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები