26 მაისს განსხვავებული დიზაინის ქორწინების მოწმობები გაიცემა

26 მაისს მოქალაქეები ქორწინების განსხვავებულ მოწმობას მიიღებენ. შესაბამისი ბრძანება იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე ბარამიძემ დაამტკიცა. ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
მოწმობის ყდის პირველ გვერდზე დატანილი იქნება წარწერები: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია” და „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ!“. ამ ტექსტის ქვემოთ კი – „ქორწინება დარეგისტრირდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები