ყალბი ფულის გასაღებისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავეს

   საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა თურანი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 3 000 თურქული ლირის ყალბი კუპიურები 1000 ლარის სანაცვლოდ გაასაღა. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ამ პიროვნების ორგანიზებით, საქართველოში თურქული ლირის ყალბი კუპიურების გასაღება წარსულშიც ხორციელდებოდა. მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4 -დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები