უელსელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დედამიწაზე სიცოცხლე ოკეანეში არ გაჩენილა

ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ავსტრალიაში უძველესი სიცოცხლის კვალი აღმოაჩინეს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს სიცოცხლე დედამიწაზე 3,5 მილიარდი წლის წინ არსებობდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სიცოცხლე თავდაპირველად, ჩვენს პლანეტაზე არა ოკეანეში, არამედ ხმელეთზე, ცხელი გეიზერების მიდამოებში გაჩნდა.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ ის ადგილი, სადაც სიცოცხლის კვალი აღმოაჩინეს, მილიარდობით წლის წინ ვულკანებით იყო დაფარული. მათ იქ მიკრობების კვალი და მინერალები აღმოაჩინეს, რომლებიც მიკროორგანიზმების არსებობის დროს იქმნება. ასევე, აღმოჩენილია გაზის ბუშტების კვალია, რომელთა ფორმირება ასევე ცოცხალი ორგანიზმების შედეგია.
აქამდე ითვლებოდა, რომ მიკროორგანიზმები ოკეანეში 3,4 მილიარდი წლის წინ გაჩნდნენ, ხოლო ხმელეთზე ცოცხალმა არსებებმა მხოლოდ ასობით მილიონი წლის წინ გადაინაცვლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები