მამაკაცი, რომელიც რუსთაველის თეატრის სახურავიდან გადმოხტომას ცდილობდა, გადაარჩინეს (ფოტო)

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სახურავიდან გადმოხტომას ცდილობდა, გადაარჩინეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცი მაშველებმა და პოლიციის თანამშრომლებმა  უვნებლად ჩამოიყვანეს სახურავიდან.
შეგახსენებთ, რომ სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი თეატრის სახურავიდან გადმოხტომას ცდილობდა.
როგორც “კვირას” “რუსთაველის თეატრში” განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც თვითმკვლელობას ცდილობს, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები