მინისტრის თქმით, მაღალი რისკის მქონე ობიექტებზე წესები გასამკაცრებელია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის განცხადებით, მაღალი რისკის მქონე ობიექტებზე წესები გასამკაცრებელია.
“მიმდინარეობს გამოძიება, ჩართულია შესაბამისი სამსახურები და მიზეზებზე უფრო დეტალურად მოგვიანებით ვისაუბრებთ. გამოიკვეთა, რომ ასეთი მაღალი რისკის ობიექტებზე გასამკაცრებელია წესები და  მთავრობის უახლოეს სხდომაზე დავაყენებთ ამ საკითხს”,- განაცხადა ალავიძემ.
ტყიბულის ერთ-ერთ მაღაროში უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა ბაგირის გაწყვეტის შედეგად, 4 მაღაროელი 400 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები