“ტყიბულში უბედური შემთხვევის დროს დაღუპულთა ოჯახებს კომპენსაცია გადაეცემათ”

ეკონომიკის მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ტყიბულში უბედური შემთხვევის დროს დაღუპულთა ოჯახებს კომპენსაცია გადაეცემათ.
“დაზარალებულთა ოჯახებს ყველა სახის კომპენსირება გაეწევათ, როგორც კომპანიისგან, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლებისგან. რაც მთავარია, ჩატარდება მაქსიმალურად ღია გამოძიება და მისი შედეგების შესაბამისად, ყველა დამნაშავე პირი იქნება დასჯილი”, – განაცხადა გახარიამ.
ტყიბულის ერთ-ერთ შახტაში უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა ბაგირის გაწყვეტის შედეგად, 4 მაღაროელი 400 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები