“რუსთაველის” თეატრის სახურავიდან მოქალაქე გადმოხტომას ცდილობს (ფოტო)

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სახურავიდან მოქალაქე გადმოხტომას ცდილობს. ამის შესახებ “კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაცით, ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ,  ნასვამ მდგომარეობაში იმყოფება.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულნი არიან მაშველები, რომლებიც მოქალაქესთან მოლაპარაკებას აწარმოებენ.
როგორც “კვირას” “რუსთაველის თეატრში” განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც თვითმკვლელობას ცდილობს, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები