მეტროსადგურ „წერეთელზე“ მომხდართან დაკავშირებით, სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

მეტროსადგურ „წერეთელზე“ მომხდართან დაკავშირებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მეტროსადგურ „წერეთელზე“ 10:00 საათზე ესკალატორების ქვემოთ განთავსებულ კაბელებზე შეიმჩნეოდა მცირედი დაკვამლიანება. უსაფრთხოების მიზნით, მეტროსადგურმა ,,წერეთელმა“ დროებით შეწყვიტა მგზავრების მიღება.
მათივე ცნობით, დანარჩენი მეტროს სადგურები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ .
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ მეტროსადგურ „წერეთელზე“ 10:00 საათზე ესკალატორების ქვემოთ განთავსებულ კაბელებზე შეიმჩნეოდა მცირედი დაკვამლიანება. უსაფრთხოების მიზნით, მეტროსადგურმა ,,წერეთელმა“ დროებით შეწყვიტა მგზავრების მიღება. დანარჩენი მეტროს სადგურები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. „წერეთლის“ სადგურზე უკვე მობილიზებულია სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები, რომლებმაც ოპერატიულად მოახერხეს დაკვამლიანების შეჩერება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზების დადგენა. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, -ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები