„ვსაუბრობთ ისეთი საარჩევნო სისტემის შემოღებაზე, რომლითაც საკონსტიტუციო უმრავლესობების მოპოვება შეუძლებელი იქნება

წინა ხელისუფლების პერიოდში საკონსტიტუციო უმრავლესობებმა დაამტკიცა როგორ ბოროტებამდე შეიძლება მივიდეს ძალიან დიდი დოზით ერთ ხელში ხელისუფლების და ძალაუფლების კონცენტრაცია -ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჩოხატაურში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას, განაცხადა ჩუგოშვილის თქმით, სწორედ ამიტომ მიმდინარეობს მსჯელობა ისეთი საარჩევნო სისტემის შემოღებაზე, რომლის პირობებში საკონსტიტუციო უმრავლესობების მოპოვება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.
”ერთის მხრივ, ჩვენი საზოგადოება, ჩვენი პოლიტიკური კულტურა უკვე მომწიფებულია იმისთვის, რომ ძალაუფლების ძალიან დიდი დოზით კონცენტრაციაზე, კერძოდ, საკონსტიტუციო უმრავლესობებზე უარი ვთქვათ. წინა ხელისუფლების პერიოდში საკონსტიტუციო უმრავლესობებმა დაამტკიცა როგორ ბოროტებამდე შეიძლება მივიდეს ძალიან დიდი დოზით ერთ ხელში ხელისუფლების და ძალაუფლების კონცენტრაცია. იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანას აღარ დასჭირდეს ომი, ბრძოლა, რომ თუკი არ მოსწონს ხელისუფლება, შეიცვალოს ის, საჭიროა გადავდგათ ნაბიჯი და ისეთი საარჩევნო სისტემა შევქმნათ, რომელიც ერთ პარტიას ძალიან დიდ ძალას და უპირატესობას არ აძლევს. ამიტომ ვსაუბრობთ ისეთი საარჩევნო სისტემის შემოღებაზე, რომლის პირობებში საკონსტიტუციო უმრავლესობების მოპოვება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება“, -განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სისტემა პოლიტიკური ვაჭრობებისთვის, პოლიტიკური დაპირისპირებებისთვის არ ქმნიდეს ნიადაგს.
„სამწუხაროდ, არც იქამდე ვართ მისული, რომ ჩვენი პარტიების იმედი გვქონდეს, რომ ამას არ იზამენ და სახელმწიფოს ინტერესს უფრო წინ დააყენებენ, ვიდრე სხვადასხვა მერკანტილურ ინტერესებს. ამის ბევრი მაგალითი არსებობს“, -აღნიშნა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები