კონსტიტუციის პროექტის სახალხო განხილვა გურიაში გაიმართება

საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის რიგით მესამე საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს გურიაში, ჩოხატაურში გაიმართება. განხილვას ხვალიდან შეუერთდება პრეზიდენტი. დისკუსიაში მონაწილეობას „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ევროპული საქართველოს წარმომადგენლები მიიღებენ.
„საზოგადოების აზრი არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, საჯარო განხილვები ძალიან პოზიტიურად დაიწყო. ჩატარდება ყველგან, ჩვენ ყველა რეგიონში შევხვდებით ხალხს. რაც მთავარია, ყოველ წინა ხელისუფლებას კონსტიტუცია უნდოდა თავისთვის. ეს კონსტიტუცია ეკუთვნის ხალხს. ყველაზე მთავარი ღირებულება ჩვენი მთავრობისთვის არის საზოგადოების ერთიანობის იდეა, ქვეყნის ერთიანობის იდეა, დანარჩენზე ვფიქრობ, რომ მოვახერხებთ შეთანხმებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
9 წევრისაგან შემდგარი საორგანიზაციო კომისია კონსტიტუციის პროექტზე მსჯელობას მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართავს. კონსტიტუციის ცვლილებების კანონპროექტის განხილვის ეს ეტაპი საზოგადოებაში გამოთქმული მოსაზრებების გაზიარებასა და პროექტში ასახვასაც გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები