საკრებულოში ევროპის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ევროპის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

მიღებაზე მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი გამოვიდნენ. რომლებმაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და მიღწევებზე ისაუბრეს.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები