С919 – ახალი ჩინური ავიალაინერი პირველად აფრინდა ჰაერში
ახალი ჩინური ავიალაინერი С919 პარასკევს პირველად აფრინდა ჰაერში. სატესტო გაფრენა შანხაის საერთაშორისო აეროპორტიდან შედგა.
С919 კომპანია “Comac”-მა გამოუშვა. პირველი გაფრენის დროს, მასში 5 ადამიანი – პილოტები და ინჟინრები იმყოფებოდნენ. ავიალაინერის შემქმნელების აზრით, ის Boeing 737-ის და Airbus A320-ის პირდაპირი კონკურენტი უნდა გახდეს.
წარმატებული გამოცდის შემთხვევაში, C919 პირველი ჩინური საშუალომაგისტრალური თვითმფრინავი იქნება, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე გავა.
ჩინური მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავების ფასი 50 მილიონია შშ დოლარი იქნება, რაც Boeing 737-ის და Airbus A320-ის ფასის ნახევარს შეადგენს.
C919 ჩინეთშია აწყობილი, მაგრამ მისი დამზადებისას, დიდი რაოდენობით უცხოური ნაწილია გამოყენებული, მაგალითად, ის ფრანგულ-ამერიკული, CFM-ის ტიპის ძრავებითაა აღჭურვილი.
ავიალაინერის ძირითადი მყიდველი ჩინური ავიაკომპანია “China Eastern Airlines”-ი იქნება. ევროპის ავიაუსაფრთხოების უზრუნველყოფის ორგანიზაციამ მისი სერტიფიცირების პროცესი უკვე დაიწყო.