პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ახალი საწარმო გაიხსნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 248 საწარმოა მხარდაჭერილი, რომელთა რიცხვს კიდევ ერთი ბენეფიციარი კომპანია, შპს „ანთ გრუპ“ დაემატება.
ახალი საწარმო მშენებლობის სასახურავე მასალების, სამშენებლო აქსესუარების და თაბაშირ-მუყაოს ფილების წარმოებას გეგმავს.
მაღალი სტანდარტების შესაბამისი ახალი საწარმო მომხმარებელს მაღალხარისხიან სამშენებლო მასალებს შესთავაზებს, რომელიც მნიშვნელოვან კონკურენციას გაუწევს იმპორტირებულ პროდუქციას. საწარმო ამოქმედების პირველ ეტაპზე 20 ადამიანს დაასაქმებს.
შპს „ანთ გრუპ“, რომელიც 2017 წლის ივლისში გაიხსნება, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ორი წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.
სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1 288 000 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები